top of page

საქმიანობის სფეროები

კორპორაციული (ბიზნეს) სამართალი

მეწარმე სუბიექტების, რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმოების, მათ შორის შვილობილი კომპანიებისა და წარმომადგენლობითი ოფისების (უცხო ქვეყნის ფილიალების) პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციების (წესდება, კრების ოქმები) შექმნა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი სარეგისტრაციოდ მიქცევა, უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, პარტნიორებს შორის ან პარტნიორებსა და დირექტორებს შორის საქმიანი თანამშრომლობის სამართლებრივ ნორმალიზება, პარტნიორთა კრების ჩატარება, რეორგანიზაციის პროცესის (შერწყმა, დაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) მხარდაჭერა.

 

 

სისხლის სამართალი

ბრალდებულის, მსჯავრდებულის, მოწმის, დაზარალებულის ინტერესების დაცვა ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის არასრულწლოვანთა საქმეებზე აღნიშნულ დარგში სპეციალიზებული ადვოკატის მონაწილეობით, დაკავებულთან არაერთჯერადი ვიზიტი, წარმომადგენლობა პოლიციაში და საგამოძიებო ორგანოებში. დაკავებულის უფლებების დაცვის მიზნით მოქმედებს 24 საათიანი მომსახურება.

 

საბანკო და საფინანსო (საინვესტიციო) სამართალი

საინვესტიციო და ბიზნეს პროექტების სამართლებრივ–საკონსულტაციო უზრუნველყოფა საქართველოს სამოქალაქო, სამეწარმეო, საგადასახადო, საბაჟო, ადმინისტრაციულ და შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენი გუნდი თანაბარი წარმატებით უზრუნველყოფს როგორც საფინანსო ინსტიტუტების კორპორატიულ მომსახურებას, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვას საფინანსო ინსტიტუტებთან, სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო ორგანოებში.

 

ადმინისტრაციული სამართალი

ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში ნებართვების, ლიცენზიების, სხვადასხვა სახის უფლებების მოსაპოვებლად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება, ადმინისტრაციული ჯარიმების, ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების, მოქმედებების გასაჩივრებას როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე სასამართლოში.

სახელშეკრულებო სამართალი

სარჩელის, შესაგებლის მომზადება და ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა ნებისმიერი ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე, ნასყიდობის, ქირავნობის, იჯარის, სესხის, იპოთეკის, ნარდობის, შრომითი და სხვა ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების მომზადება და მესამე პირებთან წარმომადგენლობა.

 

 

სამშენებლო სამართალი

მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების სრულ სამართლებრივ მენეჯმენტი, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის მოპოვება, მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, ამხანაგობების შექმნა, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება, დასრულებული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, ასევე მიწის ნაკვეთის დაკანონება, მისი დანიშნულების ცვლილება, მშენებლობის პროცესში სამომავლო ქონების გასხვისებას/უფლებრივ დატვირთვა და აღნიშნული ურთიერთობებიდან წარმოშობილი სხვა საკითხების სრულ სამართლებრივ მართვა.

bottom of page