top of page
აუთსორსინგი

ყველა   კომერციული   სტრუქტურა   დროდადრო   საჭიროებს   კვალიფიციურ   იურიდიულ   დახმარებას. თანამედროვე ბიზნეს ურთიერთობა კვალიფიციური იურისტის გარეშე ოპერირება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. კომპანიას თითქმის ყოველდღიურად ესაჭიროება ხელშეკრულების   შედგენა   კომპანიის   ინტერესების   დაცვით,   მეორე   მხარის   შემოთავაზებაში “წყალქვეშა  რიფების”  აღმოჩენა,  ხელშეკრულებების აუდიტი, მოთხოვნის  და  პრეტენზიების    წარდგენას კონტრაჰენტებისთვის, კონტრაჰენტებთან მოლაპარაკების წარმოება და სხვ.  ეს  მოქმედებები  საჭიროებს  გამოცდილებას,  როგორც  თეორიულ  ისე  პრაქტიკულ  ცოდნას.  იურიდიული  მომსახურება  უმეტეს  შემთხვევაში  არ  მოითხოვს  კომპანიაში  საშტატო  ერთეულის  აუცილებლობას,  მაგრამ  ზემოთ  აღნიშნული  საკითხების  გადაჭრა  კი  მოითხოვს კვალიფიციურ მიდგომას.

მაშინ როდესაც თანამედროვე მსოფლიოში კომპანიისთვის მნიშნველოვანია მინიმალური ხარჯებით მიღოს მაქსიმალური მოგება, იურიდიული აუთსორსინგი იძლევა ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღების რეალურ შესაძლებლობას და საქმიანობის განახორციელებას სამართლებრივი ბარიერების გარეშე. საკმაოდ ძვირადღირებული იურისტის შტატის შექმნას ან ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვა დარგში მოღვაწე იურისტისთვის ან იურიდიულ კომპანიისთვის მიმართვას და მათ მომსახურებაში სოლიდური თანხის გადახდას, კომპანიათა უმრავლესობა არჩევს დაიქირავოს იურისტების გუნდი, რომლებიც საკუთარი სპეციალიზაციით თქვენს საქმიანობაზე იქნებიან მორგებულნი და გაგიწევენ იურიდიული მომსახურებას სხვადასხვა იურიდიული პრობლემის/საკითხის გადასაჭრელად, გაცილებით უფრო იაფად, სწრაფად და ხარისხიანად.

აუთსორსინგული იურიდიული მომსახურების უპირატესობები:

  • თქვენ ზოგავთ საშტატო ხელფასს, ასევე საშტატო ერთეულის ინფრასტრუქტურის მოწყობის  ხარჯებს;

  • უწყვეტი იურიდიული მომსახურება, რომელიც არ არის დამოკიდებული საშვებულებო გრაფიკზე და თანამშრომლის სხვა მიზეზით სამუშაოზე არგამოცხადებაზე;

  • თქვენ   გემსახურებათ   სხვადასხვა   სფეროში   გამოცდილი   პროფესიონალთა გუნდი;

  • ოპერატიულობა,  იმ  შემთხვევაში  თუ  საჭიროა  სხვადასხვა  საკითხის  გადაჭრა,  საქმეში  ერთვება  რამდენიმე სპეციალისტი, რომლებიც სწრაფად გაუმკლავდებიან არსებულ სიტუაციას.

დაგვიკავშირდით

 

მობ: 598 40 19 52
          599 01 95 05

მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №39, მეორე სართული, ბინა №5

​​

EMAIL

shota852@gmail.com

levani236@gmail.com

bottom of page