იურიდიული კომპანია
Makhatadze
Law Firm
ჩვენს შესახებ
ჩვენ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებას, იურიდიული დოკუმენტების შედგენას სწრაფად, ეფექტურად, მათ შორის დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. ჩვენი იურისტები გაგიწევენ დახმარებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. პროფესიული გუნდის ცოდნა და გამოცდილება იმის საფუძველს იძლევა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი მიიღებს არა მარტო კვალიფიციურ და იურიდიულად გამართულ სამართლებრივ კონსულტაციასა თუ მომსახურებას, არამედ, ჩვენი თანამშრომლობის შედეგი იქნება მისი წარმატებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარი.
ჩვენს მიზანს წარმოადგენს კლიენტებისათვის საუკეთესო იურიდიული სერვისის მიწოდება საქართველოში. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ კლიენტის პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრაზე. პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ეს ის უმთავრესი პრინციპებია, რაც გვაძლევს უფლებას ჩავერთოთ ურთულესი სამართლებრივი პრობლემების მოგვარების პროცესში. შეგვწევს უნარი გამოვნახოთ გზები და საშუალებები, რათა უმოკლეს ვადებში მივაღწიოთ ეფექტურ შედეგს. მომსახურების მაღალი სტანდარტი, კვალიფიციური სამართლებრივი სერვისი და კლიენტთა ინტერესებზე ორიენტირებული საქმისწარმოება, რაც ჩვენთან ურთიერთობას ხდის მეტად კომფორტულსა და უშუალოს, არ ტოვებს სივრცეს ურთიერთობაში დაფარული და ბუნდოვანი ადგილებისათვის და მიმართულია კლიენტთათვის შესაძლო საუკეთესო სამართლებრივი პერსპექტივის მიღწევისაკენ.
ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით ჩამოგვეყალიბებინა სანდო, მოქნილი, სწრაფი, ეფექტური, სტაბილური და პროფესიულად მზარდი გუნდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სრული დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და მომსახურების გაწევის მაღალი სტანდარტი.
